თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ჩრდილოეთ კამერუნში ოთხმა თვითმკვლელმა- ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა, ბევრი — დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
მანამდე სააგენტო იტყობინებოდა, რომ აფეთქებები კამერუნის ჩრდილოეთით, ქალაქ ბოდოს ბაზარში მოხდა, სადაც ხშირია რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ბოევიკების თავდასხმები. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ მონაცემები არ გავრცელებულა.
იანვარში კამერუნის კავშირგაბმულობის მინისტრმა ისა ჩირომაბაკარიმ განაცხადა, რომ 2013 წელს ჩრდილოეთ კამერუნში „ბოკო ჰარამის“ ბოევიკების თავდასხმებს დაახლოებით 1,2 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.