საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს ნაკრები რაგბიში
საქართველოს ნაკრები რაგბიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოჩა სვანიძემ 35 ხმა მიიღო 32–ის წინააღმდეგ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირს დღეიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს — გოჩა სვანიძე, რომელიც მანამდე რაგბის კავშირის მმართველობის თავმჯდომარე გახლდათ. 

არჩევნები დღეს, 24 იანვარს გაიმართა. სვანიძის გარდა კავშირის პრეზიდენტობაზე კენჭს საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ილია ზედგენიძეც იყრიდა. 

გოჩა სვანიძემ 35 ხმა მიიღო 32–ის წინააღმდეგ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა ოთხი წლით. 

მანამდე არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა კიდევ ორმა სხვა პრეტენდენტმა — რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0