თურქმენეთის დედაქალაქში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა განახლდა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიაშხაბადი
აშხაბადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმენეთის მაღაზიების თაროებზე სიგარეტი 12 იანვრიდან არ ჩანდა. ამ ათ დღეში დახლქვემოდან გაყიდული ერთი კოლოფი სიგარეტის ფასმა 20–30 მანათს მიაღწია.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აშხაბადის სახელმწიფო მაღაზიებში, ათდღიანი შესვენების შემდეგ, სიგარეტის გაყიდვა განახლდა, — იუწყება „რია ნოვოსტი“. 

დედაქალაქის კომერციული მაღაზიები თამბაქოს ნაწარმს ჯერ ისევ დახლქვეშიდან ყიდიან და ისიც, მხოლოდ „თავისიანებზე“, თუმცა ფასები უკვე თითქმის ორჯერ დაეცა.  

თაროებზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა ძვირადღირებული სიგარეტები.

12 იანვრის შემდეგ ერთი კოლოფი თამბაქოს ნაწარმის ფასმა თურქმენეთში 20–30 მანათს მიაღწია.  

 

ყველა ახალი ამბავი
0