ბრაზილიის ციხიდან ასზე მეტი პატიმარი გაიქცა

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიბრაზილია
ბრაზილია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატიმრები ქალაქ რესიფის ციხიდან ერთ–ერთი კედლის აფეთქების შემდეგ გაიქცნენ. სროლისას ორი პატიმარი დაიღუპა, ორმოცამდე კი კვლავ შეიპყრეს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ბრაზილიის ქალაქ რესიფის ციხიდან შაბათს ასზე მეტი პატიმარი გაიქცა, რომელთაგან ორი სროლისას დაიღუპა, — იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით.

მსჯავრდებულებმა ციხიდან მას შემდეგ გამოაღწიეს, რაც საპატიმროს ერთ–ერთი კედელი ააფეთქეს.  

შაბათ საღამოსთვის ორმოცამდე გაქცეულის შეპყრობა მოხერხდა. 

სამი დღით ადრე რესიფის ახლოს მდებარე ციხიდან 53 პატიმარი გაიქცა. მაშინ ყველა გაქცეული უკან დააბრუნეს. 


ყველა ახალი ამბავი
0