დავით უსუფაშვილი პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ვარშავა
ქალაქი ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვება დისკუსიაში.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ლოძში დაგეგმილ ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, — ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში. 

ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სპიკერთან მარეკ კუჩინსკისთან.

ფორუმი პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის (Foundation Institute for Eastern Studies) ორგანიზებით იმართება და მას უკრაინიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკური წრეების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

24 იანვარს, კვირას, დავით უსუფაშვილი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვება დისკუსიაში თემაზე: „უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში — რეფორმები და მოდერნიზაცია“, ხოლო 25 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში: „აღმოსავლეთ პარტნიორობა — წარმატება თუ მარცხი?"

 

ყველა ახალი ამბავი
0