პეკინის მთავრობა ქალაქის მოსახლობის შეზღუდვას გეგმავს

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკშიპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის მთავრობის ძირითადი მიზანი მოსახლეობის მეგაპოლისის ცენტრიდან გარეუბნებში გადასახლებაა. მიმდინარე წელს პეკინის მოსახლეობის 22 მილიონამდე შეზღუდვა იგეგმება.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქის მთავრობის გათვლით, 2020 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 23 მილიონ კაცს არ გადააჭარბებს. 

ის, რომ ქალაქის ხელისუფლება მეგაპოლისის მოსახლეობის შეზღუდვას გეგმავდა, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში განაცხადა პეკინის მერმა ვან ანშუნმა, თუმცა მაშინ კონკრეტული ციფრები არ დასახელებულა.  

სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ  ქალაქის მთავრობის ძირითადი მიზანი მოსახლეობის მეგაპოლისის ცენტრიდან გარეუბნებში გადასახლებაა. 

2015 წელს პეკინში მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობამ 21.7 მლნ კაცს მიაღწია. 2016 წლისთვის იგეგმება, რომ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 22 მლნ კაცზე შენარჩუნდეს.  

ამას გარდა, პეკინის ხელისუფლებას განზრახული აქვს, რომ 2016 წელს მეგაპოლისის ფარგლებს გარეთ გაიტანოს 300 კომპანია, ხოლო 2017 წელს თუნჩჟოუში გადაიტანოს ქალაქის ადმინისტრაციული ორგანოების უმეტესობა. 


ყველა ახალი ამბავი
0