დავითოღლუ თურქეთი-სირიის საზღვრის ტერორისტებისაგან გაწმენდას აპირებს

© photo : Screenshotტერორისტები
ტერორისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ხელისუფლებას არ სურს თავის საზღვრებთან არც „ისლამური სახელმწიფოს“, არც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და არც ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების ხილვა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ სირიასთან საზღვრის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისაგან „გაწმენდა“ ანკარის მიზნად დაასახელა. 

„თურქეთის მიზანია და აშშ ამაში მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი საზღვრები „ისლამური სახელმწიფოს“  ბოევიკებისაგან გავწმინდოთ. ბრძოლას, რომელსაც მათ წინააღმდეგ სირიის ოპოზიცია აწარმოებს, თურქეთიც უჭერს მხარს და აშშ-ც. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთი, ატარებს რა საჰაერო ოპერაციებს, შეიძლება ხელს უშლიდეს ამ ბრძლას. ჩვენ არ გვინდა ჩვენს საზღვრებთან არც „ისლამური სახელმწიფო“, არც „ქურთისტანის მუშათა პარტია“  და არც სამთავრობო ძალები (ბაშარ ასადის)“, — თქვა დავითოღლუმ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შაბათს სტამბულში გამართულ ერთობლივ  პრესკონფერენციაზე, რომლის ტრანსლირებას ტელეარხი NTVახდენდა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ვერ ხედავს სხვაობას ყველა ზემოთ ჩამოთვლის დაჯგუფებასა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც სირიაში მოქმედებენ.  


ყველა ახალი ამბავი
0