რეფორმატორები „ბიუჯეტიდან სტარტაპების დაფინანსება რისკის შემცველია“

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი, არქივის ფოტო
იუსტიციის სახლი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაფების დაფინანსების მექანიზმების შექმნის თემაზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სტარტაფის დაფინანსების მექანიზმზე მუშაობისას ხელისუფლებამ პირველ რიგში ის მიმართულებები უნდა განსაზღვროს, სადაც წინასწარი გათვლებით ბიზნესი მომგებიანი იქნება – მიაჩნია არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „რეფორმატორების“ ლიდერს ირაკლი ღლონტს.

„ბიზნესს ბანკები საწყის ეტაპზე იმიტომ არ აფინანსებენ, რომ ის მეტი რისკის მატარებელია, ვინაიდან ბიზნესი ეს ისეთი საქმიანობაა, რომელიც ხან გამოდის ხან არა. არ შეიძლება ბიუჯეტის ფულის დახარჯვა სიღრმისეული ანალიზის და წინასწარი გათვლების გარეშე. უნდა იყოს გასაზღვრული პრიორიტეტები თუ რომელი ბიზნესი იქნება რენტაბელური და რომელი არა. ბიზნესის მხარდაჭერა შესაძლებელია სპეციალური საგადასახადო პირობების დადგენით, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე თავად საწყისი კაპიტალით მხარდაჭერა“– თვლის ირაკლი ღლონტი.

რაც შეეხება თვითინ სტარტაპების დაფინანსების იდეას, „რეფორმატორების“ ლიდერი მას დადებითად აფასებს. 

დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაფების დაფინანსების მექანიზმების შექმნის თემაზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

საბჭოს წევრებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს. დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს მთავრობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაიზიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0