თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. კვირას მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისში თოვლი მოვა, იტყობინება სააგენტო „Новости-Грузия“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრზე დაყრდნობით.
23 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში, როგორც დასავლეთით ისე აღმოსავლეთით, მოსალოდნელია წვიმა, მთებში თოვლი. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში.
24-25 იანვარს ქვეყნის უმეტეს რაიონში თოვლი წამოვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა მინუს 1 გრადუსი, დღისით +3. მაღალმთიან რაიონებში ღამით მინუს 8, დღისით მინუს 5 გრადუსი.
24 იანვარს თბილისში ითოვებს. ღამე ჰაერის ტემპერატურა პლიუს 1 გრადუსი იქნება ხოლო დღისით პლიუს 2.
ორაშბათს, 25 იანვარს, თბილისში ყინვას ელოდებიან. ღამე მინუს 2, დღისით მინუს 1 გრდაუსი.
ნალექი თოვლის სახით 26 იანვრამდე გასტანს. ხოლო არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე.