Sodom-ი როკის მოყვარულებისათვის თბილისში დაუკრავს

© Conspiracy concert agencySodom
Sodom - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი გერმანული როკ ჯგუფი Sodom ქალაქ გელზენკირხენიდან, თავისი 2016 წლის ტურნეს ფარგლებში პირვეკ კონცერტს თბილისში გამართავს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ცნობილი გერმანული ჯგუფი Sodom 23 იანვარს კონცერტით პირველად წარსდგება თბილისელი მაყურებლების წინაშე, ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები იტყობინებიან. 

მუსიკალური კოლექტივი Sodom 1980-იან წლებში შეიქმნა ქალაქ გელზენკირხენში. ჯგუფი, რომელიც მთელს მსოფლიოში როკის მოყვარულებს შორის ძალიან პოპულარულია, მუსიკას თრეშ-მეტალის სტილში ასრულებს. 

2016 წლის ტურნეს ფარგლებში საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც გერმანული ჯგუფი ეწვევა. იგი გრანდიოზულ კინცერტს სხვა ქართულ ჯგუფებთან — Dismorial, Signs, X-Machine и Tanelorn ერთად გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0