თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური რეზოლუცია მიიღო, თვლის პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.
„პრობლემები, რაც დღეს საქართველოს აქვს, კერძოდ სასამართლოს მიუკერძოებლობა, პროკურატურის მუშაობის წესი, მედია თავისუფლების საკითხში არსებული ჩამორჩენა, რეზოლუციაში არის წარმოდგენილი, როგორც ჩვენთან მიმდინარე რეფორმების ნაკლოვანებები და ევროპარლამენტი ჩვენგან მათ გამოსწორებას მოითხოვს, როგორც პარტნიორი სახელმწიფოსგან“-მიაჩნია კახა გოგოლაშვილს.
პოლიტოლოგის თქმით საქართველოს პრობლემები ბევრ სფეროში აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი ყურადღებას დემოკრატიის ხარისხზე ამახვილებს, რადგან მისთვის ეს მთავარი პრიორიტეტია.
„კარგი იქნება თუ მათ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდება“- თვლის კახა გოგოლაშვილი.
ევროპარლამენტი მიესალმება პროგრესს, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიაღწია, აღნიშნულია ევროპის საკანონმდებლო ორგანოს ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში.
ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა სფეროში მიღწეულ პროგრესს, რაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი ბლოკით იყო გათვალისწინებული, და ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლების დემონსტრირებულ ერთგულებას იწონებს, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციაში.
თუმცა, ევროპის საკანონმდებლო ორგანომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე, კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო არსებულ ვითარებაზე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, სასამართლო გარჩევის ობიექტია.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის პლურალიზმი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ფასეულობებია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს, სასამართლო პროცესების გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, სასამართლო რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. აღინიშნა პროკურატურის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობა. ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების მიმართ.
ევროპარლამენტში აღნიშნეს ის ფაქტი, რომ დაბალანსებული და მწიფე პოლიტიკური სისტემის უზრუნველყოფისთვის, პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ნებისმიერი აქტი დაუყოვნებლივ და დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული.
პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამტკიცებისთვის ევროპარლამენტმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას კონფრონტაციის თავიდან არიდებისა და დიალოგზე გადასვლისკენ მოუწოდა.
დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე 2012 წლის ივნისში დაიწყო. სამოქმედო, ოთხფაზიანი გეგმა ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში