თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. კოალიცია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სახმელეთო ჯარებს აამოქმედებს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ „როიტერზე“ დაყრდნობით იუწყება, „„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაცია ჩატარდება“.
„ჩვენ ბევრს ვაკეთებთ. რადგანაც ბევრი უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა, მაგრამ მინდა, ეს პროცესი დავაჩქარო“, — ციტირებს „როიტერი“ კარტერის სიტყვებს ტელეარხ CNBC-ზე დაყრდნობით.
კოალიცია აშშ-ის მეთაურობით სირიასა და ერაყში სახმელეთო ჯარებს აამოქმედებს
17:41 22.01.2016 (განახლებულია: 15:13 20.07.2023)
© facebook.com/mod.gov.geამერიკული ჯარი
გამოწერა
გასული წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში დაახლოებით 50 სპეცრაზმელი გაგზავნა, რომლებიც, მისი განცხადებით, თვის შუა რიცხვებში ქვეყანაში სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერას შეუდგნენ.