ისლამისტებმა ესპანეთს ახალი მუქარა გაუგზავნეს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთი
ესპანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთის 130 მოქალაქე გაემგზავრა აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რათა რადიკალურ ისლამს მიმხრობოდნენ. სულ 2015 წელს ესპანეთში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 100 პირი დააკავეს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ ესპანეთს ახალი მუქარა გაუგზავნა.
ისლამისტებმა ინტერნეტით ექვს წუთიანი ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ანონიმის ხმა ევროპის მისამართით იმუქრება, ხოლო კადრში მსხვილი ხედით ჩანს ესპანეთი, რომლის ტერიტორიაც თანდათან იღებება წითლად, — იუწყება სააგენტო Europa Press.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისლამისტები ესპანეთს ემუქრებიან.
რამდენიმე დღის წინ ისლამისტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ესპანური ანკლავების — სეუტასა და მელილიას დაპყრობით იმუქრებოდნენ. იანვრის დასაწყისში ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ალ-ქაიდა ისლამურ მაღრიბში“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნეაპოლში, რომსა და მადრიდში დაგეგმილ ტერაქტებზე საუბრობდნენ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთის 130 მოქალაქე გაემგზავრა აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რათა რადიკალურ ისლამ მიმხრობოდნენ. სულ 2015 წელს ესპანეთში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 100 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ წელში — 175.

ყველა ახალი ამბავი
0