თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე სამედიცინო ნაწარმზე ერთიანი წესების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
შეთანხმება ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო, ეფექტურ და ხარისხიან სამედიცინო ნაწარმზე წვდომას ითვალისწინებს.
„ბაზარი გადავსებულია ფალსიფიკატებით. მყიდველმა არ იცის, სად ჩაატაროს ექსპერტიზა, რათა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად სარგებლის მომტან წამალს ყიდულობს“, — განუცხადა Sputnik-ს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტატიანა მოსკალკოვამ.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეზე აშკარად საეჭვო ორგანიზაციები მუშაობენ, რომლებიც მედიკამენტების გაყიდვაზე სერთიფიკატებსა და ლიცენზიებს აუცილებელი პროცედურების გარეშე გასცემენ.
ჯერჯერობით არ შექმნილა მართვის ცენტრი, რომელიც წამლების ბრუნვას გააკონტროლებს. მოსკალკოვას თქმით, ლოგიკური იქნებოდა, რომ ასეთი ცენტრი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ხელმისაწვდომ ადგილზე დაარსებულიყო, მაგალითად, ყაზახეთში ან ბელარუსში.