ცხადაძე: ვრჩები ნაკრებში, მაგრამ საბოლოო სიტყვა ფედერაციაზეა

© Федерация футбола Грузииკახა ცხადაძე
კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხადაძესა და სფფ-ს შორის დაძაბული ურთიერთობების მიზეზი, შესაძლოა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მიერ ამ პოსტზე თავისი კანდიდატურის ლობირება იყოს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კახა ცხადაძემ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რჩება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იტყობინება „რუსთავი 2“.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შესაძლოა პოსტი დატოვოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცხადაძის ხელფასი მკვეთრად მცირდება და შემოღებული იქნება ბონუსური სისტემა დასახული ამოცანების მინიმუმის შესრულებაზე. 

„მე პირადად ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა – თქვას, თუ არადა და დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა", — განაცხადა ცხადაძემ.

ცხადაძემ ასევე აღნიშნა, რომ მასა და სფფ-ს შორის დაძაბული ურთიერთობების მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. მისი თქმით, მინისტრს თავისი კანდიდატურა ჰყავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მას ლობირებს. 

„მან პირდაპირ მითხრა — მე სენ არ დაგაფინანსებ. სამწუხაროდ ჩემი აზრით აქ ცანს მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და მისი დამოკიდებულება იმ კაცის მიმართ ვისაც ის ჩემს ადგილას ხედავს“, — აღნიშნა ცხადაძემ. 

ცხადაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მისი და აფფ-ს პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე.

"ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი, ეს თანხა უკან დამიბრუნდეს“, — თქვა ცხადაძემ. 

მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებში ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა.

"გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გუნდში გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული", — აღნიშნა ცხადაძემ.

საქართველოს ნაკრებისათვის მინიმალური ამოცანა  2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესარჩევ "D" ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლაა, სადაც ქართველ ფეხბურთელთა მოწინააღმდეგეები იქნებიან უელსის, ავსტრიის, ირლანდიის, სერბეთისა და მოლდოვას გუნდები. 

კახა ცხადაძე საქართველოს  ფეხბურთის ნაკრებს 2014 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში, მას სემდეგ, რაც ამ პოსტიდან თემურ ქეცბაია გაანთავისუფლეს. 


ყველა ახალი ამბავი
0