თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ბელგრადში, სადაც მან თურქულ გუნდს 12:11 მოუგო. მატჩის დაწყებისთანავე, იოვან პოპოვიჩის გუნდმა ინიციატივა აიღო და დიდი შესვენებისატვის 8:4-ს იგებდნენ. მესამე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა. შეხვედრის დასასრულს ქართველი წყალბურთელები მოეშვნენ, რადგან ჩათვალეს, რომ საქმე გაკეთებული ჰქონდათ, რის გამოც კინაღამ დამარცხდნენ კიდეც.
ბოლო რვა წუთი თურქებმა დარტყმით ტემპში ჩაატარეს, 4:1 მოიგეს და მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. მაგრამ შემდეგ დრო არ ეყოთ.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მიხაილო კოროლია იყო, რომელმაც სამჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.
ამგვარად, საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის გუნდს შეხვდება ტურნირში მე-13 ადგილისათვის. აღნიშნული თამაში 22 იანვარს შედგება.