ლარის კურსი მკვეთრად ეცემა

© https://www.facebook.com/nbg.gov.ge/ლარის ახალი კუპიურა
ლარის ახალი კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის 22 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4445 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

თბილისი, 21  იანვარი — Sputnik. 22 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4445 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0128 ლარით შემცირდა.

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო. 

რუსული რუბლი ხუთშაბათს ნავთობის ფასების გავლენით მსოფლიოს სხვა ვალუტების მიმართ მკვეთრად დაეცა. დოლარმა რუსულ რუბლთან მიმართებაში ისტორიული რეკორდი მოხსნა — 85 რუბლი, ხოლო ევრომ 2014 წლის დეკემბრის შემდეგ მორიგ მაქსიმუმს მიაღწია — 93 რუბლი. 

წლის დასაწყისიდან ლარის კურსი თითქმის 2 %-ით დაეცა. 

ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები: 

ევრო 1 – 2,6635 GEL

ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,4560 GEL

აშშ დოლარი 1 – 2,4445 GEL

თურქული ლირა 1 – 0,8045  GEL

რუსული რუბლი 100 – 2.9047 GEL

აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5157  GEL

სომხური დრამი 1 000 – 5,0517 GEL

უკრაინული გრივნა 10 – 0,0018 GEL


ყველა ახალი ამბავი
0