ლონდონის სასამართლომ რუსეთი ლიტვინენკოს მკვლელობაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მხარე აცხადებს, რომ არ ეთანხმება ლონდონის სასამართლოს დადგენილებას, ვინაიდან გამოძიება გაუმჭვირვალე და პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ბრიტანეთის სასამართლოს დადგენილებით, „ეფ–ეს–ბეს“ ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილში რუსეთია დამნაშავე. ასეთია საქმის გამომძიებლის, კორონერ რობერტ ოუენის მოხსენების მთავარი დასკვნა.

რუსულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ლონდონის სასამართლოს დადგენილებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, გამოძიება გაუმჭვირვალე და პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. 

ლიტვინენკო 2000 წელს გაიქცა დიდ ბრიტანეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 2006 წელს — ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებიდან მოკლე ხანში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ლონდონის ოტელ „მილენიუმში“ ანდრეი ლუგოვოისა და დმიტრი კოვტუნს შეხვდა. ლიტვინენკოს გარდაცვალების შემდეგ ბრიტანელი სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ მის ორგანიზმში რადიოაქტიური პოლონიუმ–210 აღმოაჩინეს. საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენი და დეპუტატი ლუგოვოი გახლვთ. თუმცა ის უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.  

სასამართლო რუსეთს ადანაშაულებს

ბრიტანეთის სასამართლო ვარაუდობს, რომ ლიტვინენკოს ლიკვიდაციაზე სანქცია რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა. 

„ღია მტკიცებულებები ქმნის ძლიერ საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ  ლიტვინენკოს სიკვდილზე რუსეთის სახელმწიფოა პასუხისმგებელი“, — ნათქვამია ოუენის დასკვნაში.  კორონერის თქმით, ლიტვინენკოს ლიკვიდაციის ოპერაცია შესაძლოა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსაც ჩაეტარრებინა.

„ვიღებ რა მხედველობაში ექსპერტიზის დასკვნებსა და მტკიცებულებებს, ვასკვნი, რომ ლიტვინენკოს თავიდან მოშორების ბრძანება შესაძლოა ბატონმა პატრუშევმა და ასევე პრეზიდენტმა პუტინმა გასცეს“, —  ნათქვამია დოკუმენტში. 

ლუგოვოი და კოვტუნი

ოუენი მკვლელობის უშუალო შემსრულებლებსაც ასახელებს: ლუგოვოისა და კოვტუნს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ლუგოვოიმ და კოვტუნმა, 2006 წლის 1 ნოემბერს ოტელ „მილენიუმის“ პინ–ბარში ყოფნისას ჩაიდანში პოლონიუმ–210 ჩაუშვეს. მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ეს ლიტვინენკოს მოწამვლის განზრახვით გააკეთეს“, — ამბობს ოუენი დასკვნაში და იქვე განმარტავს, რომ შესაძლოა ლუგოვოიმ და კოვტუნმა ზუსტად არც იცოდნენ, რა ქიმიკატს იყენებდნენ.  

ბერეზოვსკი, ორგანიზებული დანაშაული და ლონდონი არაფერ შუაშია 

ბრიტანელმა კორონერმა უარყო აწ განსვენებული ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის ლიტვინენკოს სიკვდილთან კავშირი. მისი აზრით, ამაში არც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია გარეული და არც თავად ბრიტანული სპეცსამსახურები. 

„სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანულ სპეცსამსახურებს, შესაბამისად, ბრიტანეთის სახელისუფლებო უწყებებს მთლიანად, არანაირი როლი არ ეკისრათ ლიტვინენკოს სიკვდილში“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

მოტივები უცნობია

ბრიტანეთის სასამართლო ნაკლებად კატეგორიული იყო მკვლელობის მოტივებთან დაკავშირებით. 

ოუენმა დაასახელა ხუთი სავარაუდო მიზეზი, რომელთა გამოც შეიძლებოდა მოეკლათ ლიტვინენკო: რომ მას „ეფ–ეს–ბეს“ მოღალატედ მიიჩნევდნენ, რომ ბერეზოვსკისა და აჰმედ ზაკაევთან იყო კავშირში, რომ „ეფ–ეს–ბემ“ მისი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ შეიტყო, რომ ლიტვინენკომ ინფორმაცია გაამჟღავნა, დაბოლოს, რომ „ლიტვინენკოსა და პუტინს შორის პირადი ანტაგონიზმი არსებოდა“.

საიდან მოიტანეს პოლონიუმი? 

კორონერი ოუენი აღნიშნავს, რომ პოლონიუმის წარმოშობაზე ერთმნიშვნელოვანი მონაცემები არ გააჩნია და ამიტომ დამატებითი მტკიცებულებების გარეშე იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება რუსული წარმოშობისაა, არ შეუძლია.    

თუმცა კორონერი ამბობს, რომ თავად ნივთიერების არჩევანი მიუთითებს, რომ საქმეში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო გარეული. ის არ გამორიცხავს პოლონიუმ 210–ის რუსულ პოგრამა „ავანგარდთან“ კავშირს.

„სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ პროგრამა „ავანგარდი“ შესაძლოა ყოფილიყო პოლონიუმ 201–ის წარმოშობის წყარო“, — წერს იგი დასკვნაში.  

საქმე დახურულია

ბრიტანელი გამომძიებლების აზრით, მომხდარის სურათი ნათელია და გამოსაძიებელი აღარაფერია. 

„ამ დროისათვის საქმის ხელახლა გარჩევას არ ვაპირებ, რადგანაც განვიხილე ყველა საკითხი, რომლისთვის, როგორც კორონერს, ყურადღება უნდა მიმექცია“, — განაცხადა ოუენმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულია

ოფიციალურმა მოსკოვმა ოუენის მოხსენებას საკმაოდ თავშეკავებულად უპასუხა და აღნიშნა, რომ სხვას არც არაფერს მოელოდა. 

„არ გვქონდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული და უკიდურესად გაუმჭვირვალე პროცესის შემაჯამებელი მოხსენება, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ „საჭირო“ შედეგს დადებდა, უცბად ობიექტური და მიუკერძოებელი აღმოჩნდებოდა“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი აზრით, კორონერული გამოძიების შეჩერების გადაწყვეტილებასა და „საჯარო მოსმენების“ დაწყებას ნათლად გამოხატული პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. „მიზეზი გასაგებია — პროცესი, თავისი დასახელების საპირისპიროდ, გამჭვირვალე არ ყოფილა არც რუსული მხარისთვის, არც საზოგადოებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ „გასაიდუმლოებულის“ მიზეზით, მასალები დახურული განხილვის სპეციფიკით წარიმართა“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მან აღიარა, რომ ლიტვინენკოს საქმე რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. „ვწუხვართ, რომ სუფთა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიზირებული იყო და ორმხირივი ურთიერთობების საერთო ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა“, — განაცხადა მან.

ზახაროვამ დასძინა, რომ მოსკოვი ოუენის მოხსენების შესწავლას განაგრძობს. „ჩვენ დრო გვჭირდება, რათა ეს დოკუმენტი დეტალურად შევისწავლოთ, რის შემდეგაც ფართო შეფასებას წარმოვადგენთ“, — განაცხადა მან. 

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

მოსკოვში ინფორმირებულმა ანონიმურმა წყარომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსული მხარე ბრიტანული სასამართლოს გადაწყეტილებას უარყოფს.

„რუსულ მხარეს ყველანაირი საფუძველი აქვს განაცხადოს, რომ  ის ამგვარი „განხილვით“ მიღებულ არანაირ ვერდიქტს არ მიიღებს. მით უფრო, რომ, როგორც მედიაში „გაჟონილი“ ინფორმაციიდან ირკვევა, „საჯარო გამოძიების“ დასკვნები primafacie-ს მტკიცებულებების საფუძველზე კეთდებოდა, ანუ იმის საფუძველზე, რაც სარწმუნო და საკმარისი ჩანდა საქმის აღსაძვრელად, ასევე „საკმარისი იყო საწინააღმდეგოს სასარგებლოდ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში“, — აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.

„სხვაგვარად, დარღვეულია უდანაშაულობის პრეზიუმპციის პრინციპი, თანაც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე დასკვნით“, — დასძინა მან.

უშედეგოდ არ დავტოვებთ

რუსული საინფორმაციო  სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, რომ რუსული მხარე შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

„რა თქმა უნდა, ბრიტანული მხარის მიერ „ლიტვინენკოს საქმის“ ასეთი არაცივილიზებული და არალეგიტიმური სახით „დახურვა“  ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზული შედეგების გარეშე არ დარჩება“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ლონდონი დიალოგისთვის მზად არ არის

მისი თქმით, მთლიანობაში, ლონდონი მოსკოვთან ნორმალური დიალოგისთვის მზად არაა.

„სახეზეა, რომ ინგლისელები აბსოლუტურად არ არიან მზად, გახსნან მასალები ლიტვინენკოსთან და ზოგიერთ სხვა, დიდ ბრიტანეთში „მომსხდარ“რუსეთის ზოგიერთ მოქალაქესთანყველა თავისი „თამაშის“ შესახებ. სხვათა შორის, ამაზე მეტყველებს ის, რომ, ისწრაფვის რა საქმის ჩვენს ხარჯზე „დახურვას“, ლონდონი სიტყვით აჩვენებს, რომ ჩვენთან ორმხრივი ურთიერთოების „გამწვავება“ არ სურს.სინამდვილეში, ცხადია, რომ თემზის ნაპირებზე კვლავ არ არიან მზად, რუსეთთან სერიოზული საკითხები ღიად, თანაბარუფლებიან და ურთიერთპატივისცემის პირბებში განიხილონ“, — განაცხადა ანონიმურმა წყარომ.


ყველა ახალი ამბავი
0