თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების კენჭისყრის პირველ კალათში მოხვდა, იუწყება ფიბას ოფიციალური გვერდი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების საკვალიფიკაციო ჯგუფში არ შეხვდება პოლონეთის, სლოვაკეთის, ბელგიის, რუსეთის, გერმანიისა და მაკედონიის გუნდებს.
შესარჩევ ტურნირში, რომელიც 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის პერიოდში გაიმართება, 27 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, 11 გუნდი კი კონტინენტთაშორის პირველობაზე გადაკვალიფიცირდებიან.
გუნდები შვიდ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან: შეიქმდენა ექვსი ოთხგუნდიანი და ერთი სამგუნდიანი ჯგუფი. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საგზურებს ის გუნდები მიიღბენ, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილს დაიკავებენ, ასევე ოთხი მეორე ადგილზე გასული გუნდი.
კენჭისყრა მიუნხენში 22 იანვარს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე საგზური უკვე გარანტირებული აქვთ ფინეთის, რუმინეთის, თურქეთის, ესპანეთის, ლიტვის, ხორვატიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიისა და სერბეთის გუნდებს.
კენჭისყრაში მონაწილეთა სია:
1 კალათა — საქართველო, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბელგია, რუსეთი, გერმანია, მაკედონია;
2 კალათა — ესტონეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, უნგრეთი, ჩერნოგორია;
3 კალათა — ავსტრია, შვეცია, ბელარუსი, შვეიცარია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი;
4 კალათა — პორტუგალია, დანია, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ალბანეთი, კოსოვო.