"სუხიშვილები - სუხიშვილებისათვის"

© რ. შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", კონცერტი ფილარმონიაში.
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, კონცერტი ფილარმონიაში. - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე 70 წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" დღესასწაულს აწყობენ სცენაზე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნათლისღების დღესასწაულზე მათ მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტი უპროცედენტო იყო იმითაც, რომ ანსამბლის 18 წევრს, დეველოპერულმა კომპანიამ "სვეტი" ბინები გადასცა საჩუქრად.

ეს იყო დიდი სიხარული არა მხოლოდ მათთვის ვინც დაასაჩუქრეს, არამედ იმათთვისაც ვინც იქ იმ წუთას დარბაზში იმყოფებოდა და ვინც პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებდა ამ ყველაფერს. ეს სიხარული მთელმა საქართველომ გაიზიარა.

Sputnik-ის ჟურნალისტს თავისი ემოციები ანსამბლის წევრებმა გაუზიარეს:

© რ. შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ხევსურული"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა ხევსურული - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ხევსურული"

ლადო მაჭავარიანი: „დიდი მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს დიდი სიხარული. პირველ რიგში მადლობა ქალბატონო ნინოს და ბატონ ილიკოს იმ თანადგომისათვის, დაფასებისათვის და იმ დიდი საჩუქრისათვის, რაც ჩემს მიმართ გამოხატეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი დღე იყო და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მემახსოვრება. რათქმა უნდა ასევე დიდი მადლობა კომპანია „სვეტს“ რომელმაც ასევე  მარტო მე კი არა,  ჩემი მეგობრებიც გაახარა. მადლობა ყველას“.

© რ. შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ყარაჩოხელი"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა ყარაჩოხელი - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ყარაჩოხელი"

თამარ ხურცილავა: „ როცა ჩემი სახელი გავიგე, იმის მერე აღარაფერი მახსოვს რამოდენიმე წამი, იმდენად დავიბენი, ძალიან ბევრი ვიტირე, მადლობის თქმაც კი ვერ მოვახერხე ვერავისზე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ შეგრძნებას, რასაც ახლა განვიცდი. არ მეგონა თუ ასეთი სასწაულები ხდებოდა. მე ვარ უზომოდ ბედნიერი, როცა ვიცი რომ გავიღვიძებ საკუთარ სახლში. ნინო და ილიკო ყოველთვის გვერდით გვედგნენ თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ ის რაც მოხდა, ეს ენით აუღწერელი რამ არი.მადლობა სამშენებლო კომპანის „სვეტს“ და ყველა იმ ადამიანის ვინც ეს ჩვენი დიდი სიხრული გაიზიარა. მიყვარხართ ყველა. სიკეთე გადამდებია“.

© რ. შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", მურმან გაგოშიძე - ცეკვა "ზეკარი"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, მურმან გაგოშიძე - ცეკვა ზეკარი - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", მურმან გაგოშიძე - ცეკვა "ზეკარი"

მურმან გაგოშიძე: „მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გამოვხატო ის მადლიერების გრძნობა, რომელიც ეხლა ჩემს გულში ტრიალებს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის და კიდევ იმისათვის რომ ეს უდიდესი ადამიანები არსებობენ, რომლებმაც ამდენი ადამიანის გული გაახარა და მათ თვალებს სიხარული ცხრემლი მოჰგვარა. ძალიან დიდი მადლობა კომპანია „სვეტს“.ქალბატონ ნინო და ილიკო სუხიშვილებს…მიყვარხართ“.

© რ. შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ტატა გომელაური - ცეკვა "ილოური"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, ტატა გომელაური -  ცეკვა ილოური - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ტატა გომელაური - ცეკვა "ილოური"

ტატა გომელაური: "ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ემოცია ცხოვრებაში. რადგან ნინო და ილიკო სუხიშვილებმა ამ სასწაული საჩუქრით გამილამაზა ცხოვრება. მადლობა რა თქმა უნდა კომპანია „სვეტს“. ეს ისეთი დიდი განცდაა, რომ შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე. მოგეხსენებათ სუხიშვილების დასი, ეს ერთი დიდი ოჯახია და ყველაზე მეტად მახარებს ის რომ, სწორედ აქ ამ ოჯახში, ჩემზე მეტად უფრო უხარიათ ეს ჩემი დიდი სიხარული. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს ნინოს და ილიკოს!"

© courtesy of R. Shaishmelashviliქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა "ხევსურული"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა ხევსურული - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა "ხევსურული"

გიორგი მანჯგალაძე: „ემოციურად ძალიან ვარ დატვირთული და მიხარია, რომ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთეს მე და ჩვენს მეგობრებს. მე მგონია, ეს პირადი საჩუქარი არ არის, ეს საქართველოს საჩუქარიცაა. ჩვენ არავინ არაფერი ვიცოდით, გარდა იმისა, რომ ანსამბლის ყოფილ ორ მოცეკვავეს გადაეცემოდა ბინა. როცა დაიწყეს ბინების ჩამორიგება, ყველა გაოცებულები ვიყავით, იმიტომ რომ ვიფიქრეთ მაქსიმუმ 5 ბინა გაიცემოდა და ამხელა მასშტაბს არავინ ელოდა. ღვთის წყალობით, ჩემს მეგობრებთან ერთად ბინა მეც მივიღე. ილიკო სულ გვეუბნებოდა, დამიჯერეთ და იქნებით ბედნიერებიო და მართლაც აგვიხდა და განსაკუთრებული სიხარული მოგვანიჭეს. მადლობა ქალბატონ ნინოს, ბატონ ილიკოს და ქალბატონ ინგას, ჩვენს ხელმძღვანელებს, ასეთი საოცარ  და კეთილ ადამიანებს.“

© რ, შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", კონცერტი ფილარმონიაში
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, კონცერტი ფილარმონიაში - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", კონცერტი ფილარმონიაში

„სვეტის ქალაქში“, ბინა გადაეცათ ნაციონალური ბალეტის დასის წევრებს: ნინო სვანიძეს, ჯემალ ხუნდაძეს, ტატა გომელაურს, თამარ ხურცილავას, მურმან გაგოშიძეს, დავით დოლიძეს, ლაშა ვასაძეს, ავთანდილ ყალიჩავას, ლადო მაჭავარიანს, გიორგი ხავთასს, გიორგი მანჯგალაძეს, ამბროს ასპანაშვილს, ლევან აივაზაშვილს, მერაბ ცხვირავაშვილს, დეა ბროძელს და ანსამბლის მუსიკოსს 5 შვილის მამას, ნუგზარ მაისაშვილს. კომპანია სავარძელმა კი, დასის ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს, აფხაზეთიდან დევნილს, ბაჩანა ჭანტურიას, სასტუმრო ოთახის მოსაწყობად გადასცა ვაუჩერი. ნინო და ილიკო სუხიშვილებმა მას ასევე გადასცეს თავისი საკუთარი ბინა, რომელიც თავად კომპანიამ აჩუქა მათ. სუხიშვილები ამ დღისათვის დიდი ხანი ემზადებოდა. ეს იყო ნამდვილი სიუპრიზი ანსამბლის თითოეული წევრისათვის. 


 


ყველა ახალი ამბავი
0