21 იანვრიდან დიდ ეკრანებზე ფილმი „ჯოი“(Joy) გამოვა. რეჟისორ დევიდ ო. რასელის დრამატულ ფილმში მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს. სცენარს საფუძვლად უდევს მარტოხელა დედის — ჯოი მანგანოს ცხოვრების ისტორია. იგი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე გახდა, რომელმაც გამოიგონა ცნობილი „Miracle Mop” (სასწაულებრივი შვაბრა)…ამ როლით ჯენიფერ ლოურენსი „ოსკარზეა“ ნომინირებული. ფილმში ასევე მონაწილეობენ რობერტ დე ნირო, ბრედლი კუპერი და ედგარ რამირესი.
პოსტაპოკალიფსური ფილმი „მეხუთე ტალღა“ (The 5th Wave) რეჟისორმა ჯეი ბლეიქსონმა რიკ იანსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. მთავარ როლებში — ჰლორია გრეის მორეცი, ნიკ ჯ. რობინსონი, რონ ლივინგსტონი, ალექს როუ და მაიკლ მონრო. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 16 წლის ქეისი უცოპლანეტელთა შემოტევის შედეგად დანგრეულ სამყაროში გადარჩენას ცდილობს, სამყაროში, სადაც ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული და კაცობრიობა ქვის ხანას უბრუნდება.
მელოდრამა „გაყინული შადრევნების წელიწადი“ ქართველი რეჟისორის ვანო ბურდულის ახალი ფილმია, რომელიც თბილისში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების ისტორიებს ეხება. ფილმის მთავარი გმირები სხვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსისა და პროფესიის ადამიანები არიან და თითოეული მათგანი ეძებს სიყვარულს, რომელიც ყოველდღიურობაში ასე აკლიათ. პატარა ბიჭიც კი, რომელაც სურს საკუთარ რჩეულს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთოს, ცდილობს დუბლინში ავტოგრაფი აიღოს მისი საყვარელი როკ-ჯგუფისგან. მთავარ როლებში ანდრიუს პაულავიჩუსი, ნუცა კუხიანიძე, ია სუხიტაშვილი და ნატო მურვანიძე თამაშობენ.
დედაქალაქის კინოთეატრებში ამ უქმეებზე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ „ოსკარზე“ ნომინირებული „გადარჩენილი“ ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით, სტივენ კინგის „ჯაშუშების ხიდი“, მაიკლ ფასბენდერის მონაწილეობით ბიოგრაფიული დრამა „სტივ ჯობსი“ და ტარანტინოს „საძულველი რვა“.
გარდა ამისა, ამ უქმეებზე კომედიური ჟანრის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ დონ მაკკელარის „დიდი აფიორა“ და ჯეისონ მურის „ცელქი დები“, რომელშიც ემი პოლერი და თინა ფეი თამაშობენ.
კინო ბავშვებისთვის — „კეთილი დინოზავრი“, „სნუპის ახალი წელი“ და „მომღერალი თახვები“.
კონითეატრებში კვლავ გადის ლეგენდარული „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ 3D ფორმატში მეექვსე ეპიზოდის ჩვენება, ასევე „როკის მემკვიდრეობა“, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს.
ქართულ ენაზე გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ კომედია „რობინზონ კრუზო და 9 პარასკევა“ და „აუტანელი არდადეგები“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!