ნაზარბაევმა მაჟილისის ვადამდელი არჩევნები 2016 წლის 20 მარტისათვის დანიშნა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაჟილისის დეპუტატებმა ქვეყანაში „გამწვავებული ეკონომიკური სიტუაციის“ გამო, ნაზარბაევს 13 იანვარს მაჟილისის ვადამდელი დათხოვნისა და მაჟილისსა და მასლიხატებში (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები) ვადამდელი არჩევნების ჩატარების თხოვნით მიმართეს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის (ქვედა პალატა) არჩევნები 20 მარტისათვის დანიშნა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ИА Новости-Казахстан.

მაჟილისის დეპუტატებმა ქვეყანაში „გამწვავებული ეკონომიკური სიტუაციის“ გამო, ნაზარბაევს 13 იანვარს მაჟილისის ვადამდელი დათხოვნისა და მაჟილისსა და მასლიხატებში (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები) ვადამდელი არჩევნების  ჩატარების თხოვნით მიმართეს. 

„ვადამდელი არჩევნები მაჟილისში დანიშნულია 2016 წლის 20 მარტისათვის,“- ნათქვამია Twitter —ზე განთავსებულ პრესსამსახურის ინფორმაციაში. 

კანონის თანახმად, მაჟილისის დეპუტატთა უფლებამოსილებების ვადამდელი შეწყვეტა საფუძველი ხდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნისათვის. ამ შემთხვევაში არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან და დეპუტატებთან კონსულტაციის შემდეგ. არჩევნები  მაჟილისის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. 

ბოლო არჩევნები მაჟილისში 2012 წლის იანვარში შედგა. მასში მონაწილეობას შვიდი პოლიტიკური პარტია იღებდა, რომელთაგან სამი შევიდა პალატაში: სახელისუფლებო პარტია „ნურ ოტანი“, ყაზახეთის დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლი“ და ყაზახეთის კომუნისტური სახალხო პარტია. 

მაჟილისის დეპუტატთა უფლებამოსილების ვადა — 5 წელია. ამრიგად, მაჟილისის დეპუტატთა შემდეგი არჩევნები უნდა გამართულიყო მათი უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 თვით ადრე, ე.ი. 2016 წლის ბოლოს. 


ყველა ახალი ამბავი
0