თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზა გახსნილია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებისათვის, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости —ს ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა სამსახურის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლარსიდან ვლადიკავკაზამდე დაკეტილი იყო სამშაბათს 15:30 საათიდან (მოსკოვის დროით) განსაკუთრებულ განკარგულებამდე. მიზეზი საქართველოში ამინდის გაუარესება იყო.
„გზა გახსნილია ტვირთმზიდავებზე შეზღუდვით 15:30 საათიდან (მოსკ.დრ)“- უთხრა სააგენტოს სამმართველოს წარმომადგენელმა.