ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ ეცემა

© фото - public domainლარის კურსი
ლარის კურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის 21 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4317 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 21 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4317 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით,  ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 ლარით შემცირდა.

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან,  როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო. 

წლის დასაწყისიდან ლარის კურსი თითქმის 1,5 %-ით დაეცა. 

ეროვნული ბანკის მიერ 21 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები: 

ევრო 1 – 2,6583 GEL

ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,4474 GEL

აშშ დოლარი 1 – 2,4317 GEL

თურქული ლირა 1 – 0,7973  GEL

რუსული რუბლი 100 – 3,0446 GEL

აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5251  GEL

სომხური დრამი 1 000 – 5,0263 GEL

უკრაინული გრივნა 10 – 0,9905 GEL


ყველა ახალი ამბავი
0