პუტინი: „რუსეთის საყრდენმა“ რეგიონებში უფრო აქტიურად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსეთის საყრდენმა“, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეების ინტერესების გამტარებელმა, პირველ ყოვლისა რეგიონებში უფრო აქტიურად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი საქმიანობა, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik.  საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება არცთუ პრიორიტეტულიa რუსეთის ყველა რეგიონისთვის, ამიტომაც რუსეთის საშუალო და მცირე მეწარმეობის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის საყრდენის“ საქმიანობა უფრო შედეგიანი უნდა იყოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„რუსეთის საყრდენმა“, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეების ინტერესების გამტარებელმა, პირველ ყოვლისა რეგიონებში უფრო აქტიურად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი საქმიანობა. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს ძალისხმევას მხარი მაქსიმალურად დავუჭიროთ“, — განაცხადა პუტინმა მეწარმეთა ფორუმზე  - „ მცირე ბიზნესი — ნაციონალური იდეა“  - სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას რუსეთის რეგიონებში არცთუ პრიორიტეტულად მიიჩნევენ“.


ყველა ახალი ამბავი
0