პაკისტანში უნივერსიტეტზე ტერორისტების თავდასხმის პირველი კადრები

გამოწერა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ ჩარსადაშის უნივერსიტეტზე თალიბების თავდასხმის შემდეგ ადგილზე სამხედროები და მედიკოსები მივიდნენ, რა დროსაც დაახლოებით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

შეიარაღებული  ბოევიკების ჯგუფი ჩარსადას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 20 იანვარს შეიჭრა. მათ მოახერხეს საუნივერსიტეტო კამპუსში შეღწევა და ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ცეცხლის გახსნა,  თავდასხმის დროს რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, იუწყება სააგენტო Ruptly.

თავდასხმის დროს 25 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ოთხი იყო, თუმცა შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ მათი რაოდენობა ექვსიდან რვამდე მერყეობს. საუნივერსიტეტო კამპუსი ამ დროისათვის ევაკუირებულია. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ფრთამ „ტეხრიკ-ი-თალიბან პაკისტანმა“ აიღო, იუწყება გამოცემა Daily Pakistan-ი. 

თავდასხმის  დროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 3000 სტუდენტი იმყოფებოდა, გარდა ამისა,  პოეტების კონკურსი ტარდებოდა, რომელზეც 600 სტუმარი იყო მოწვეული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0