თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს 27 იანვარს აირჩევენ, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის საბჭოში ადგილი ვაკანტური იმის გამო გახდა, რომ თებერვალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, რომელიც ასევე საბჭოს წევრია, უფლებამოსილების ვადა ეწურება.
„ის უნდა იყოს დარგის საკმაოდ ცნობილი სპეციალისტი, ის არ უნდა იყოს არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული და უნდა იყოს ფიგურა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს გარკვეულ პრესინგს. ეს არის ძირითად“, — განუცხადა ჟურნალისტებს ექსპერტმა გიორგი ღაღანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამ მიზნით კიდევ რამდენიმე კონსულტაციის გამართვა იგეგმება.
ეროვნული ბანკის წევრის არჩევის შემდეგ, რომელიც, კანონის თანახმად, შვიდი წევრისგან შედგება, საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აირჩევს.