ბერძენიშვილი: ნახევარი მილიონი გასათხოვარი ქალი — ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა

© photo: Sputnikქალები საქართველოში
ქალები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ ლევან ბერზენიშვილს მიაჩნია, რომ გასათხოვარ ქალთა სიმრავლით საქართველო „ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება“.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოში ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა — ეს ნახევარი მილიონი გასათხოვარი ქალია, — განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრაზე.    

„საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ — გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ“, — ციტირებს „პირველი რადიო“ დეპუტატს. 

ბერძენიშვილის თქმით, ასე საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართი გზით ემსგავსება. 

„გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია, ეს რატომ ხდება — მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია ამისთვისო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა: ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, იმ წუთას დაკარგავ, რადგან სწორედ ეგ არ უნდათ — სიყვარულობა, ურთიერთობა“, —  აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ: მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოში სულ 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. 

ყველა ახალი ამბავი
0