ოპოზიცია საქართველოს ახალ პრემიერთან დიალოგისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმცირესობა მთავრობასთან დიალოგის გამართვისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის გადაცემისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთავაზობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ 29 დეკემბერს ნდობა ახალ მთავრობას გირგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამოუცხადა.

„უმცირესობასთან შეხვედრის დროს პრემიერმა კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეხვედროდა ოპოზიციას და ჩვენთან ერთად განეხილა ანტიკრიზისული გეგმა. და თუ ეს სიტყვები იყო მისი რეალური განზრახვა, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის. ჩვენ მზად ვართ ძალიან საქმიანი დიალოგისთვის და მზად ვართ, გადავცეთ ხელისუფლებას გეგმა, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობა“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაიცა.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა, მათ შოის ეროვნული ვალუტის — ლარის გაუფასურებისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.

ლარის გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით იყო 1,7542 GEL/$1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 20 იანვარს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით შემდეგი ოდენობით დაადგინა —2,4280 GEL/$1.


ყველა ახალი ამბავი
0