როგორ იქმნებოდა საქართველოს ჰიმნი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშები. საარქივო ფოტო.
საქართველოს დროშები. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით მაღრაძის მიერ შექმნილი ჰიმნის ტექსტი სახელმწიფო კომისიამ 1000-მდე სხვა ტექსტს შორის აარჩია. ავტორი მიიჩნევს, რომ ხალხმა მიიღო ეს ჰიმნი და მასში დღესაც არაფერს შეცვლიდა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი ქვეყნის ლიტერატურული საგანძურის  საფუძველზე შეიქმნა, ერის განწყობას და მისი არსებობის მიზანს კი ყველაზე კარგად აკაკის სიტყვები, „ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“ მიესადაგებოდა, — იხსენებს ჰიმნის ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე.

„საქართველოს ჰიმნის ტექსტი არ არის ინდივიდუალისტის ლექსი, ეს არის ტექსტი, რომელიც მე შევადგინე  და რომელშიც შევეცადე შემენარჩუნებინა ქართული კულტურის ისტორიიდან ისეთი გზავნილები, როგორიც იყო  მაგალითად გალაქტიონის „ორ ზღვას შუა ძველის-ძველად საომარი იყო ლელო“, რადგან  ქართველი კაცის მეხსიერებაში, ის საქართველოს გაბრწყინებასთან ასოცირდება“- განაცხადა დავით მაღრაძემ. 

საქართველოს დროშა. საარქივო მასალა. - Sputnik საქართველო
საქართველოს დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

1996 წლის 12 აგვისტოს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“. კომისიას, რომლის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შერვარდნაძე იყო, დაევალა საქართველოს ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შექმნის მიზნით კონკურსების მომზადება და გამოცხადება.

დავით მაღრაძის თქმით, კონკურსი ჯერ ჰიმნის მელოდიაზე გამოცხადა, რომელშიც გაიმარჯვა ზაქარია ფალიაშვილის მუსიკამ იოსებ კეჭაყმაძის არანჟირებით, ხოლო ჰიმნის ტექსტი კი უკვე მოგვიანებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწერა. 

„ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა როცა მოვიდა, კონკურსში გამარჯვებული მელოდია უკვე არსებობდა და მათ კონკურსი უკვე ტექსტზე უნდა გამოეცხდებინათ. შედგა სატექსტო კომისია, სადაც 1000-მდე ტექსტის  ვერსია შევიდა და რომელთა შორისაც ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა. კომისიამ ჩათვალა, რომ ის ყველაზე კარგად შეესაბამებოდა არსებულ მელოდიას“- აღნიშნა დავით მაღრაძემ. 

კონკურსში გამარჯვებული ტექსტი მოგვიანებით საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. 

ჰიმნის ტექსტზე მუშაობისას დავით მაღრაძე იმ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა, რომ ვინაიდან გერბი და დროშა იყო ისტორიული და მოხდა მათი აღდგენა, ეროვნული საგანძურის ნიშნები ჰიმნსაც უნდა ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ტექსტიც საქართველოს ლიტერატურული საგანძურის საფუძველზე უნდა დაწერილიყო.

„არის ხოლმე, რომ შეიძლება ტექსტი კომისიამაც მიიღოს, პარლამენტმაც დაამტკიცოს, მაგრამ არ გავრცელდეს ხალხში. ეს ჰიმნი ხალხმა მიიღო და დღეს  ის საქართველოს აქვს, ამიტომ მე დღევანდელი გადმოსახედიდან მასში არაფერს არ შევცვლიდი“-აღნიშნა დავით მაღრაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0