თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საავტომობილო გზა სასაზღვრო პუნქტ ბავრასთან საქართველო — სომხეთის საზღვარზე, რომელიც ორშაბათს ქარბუქის გამო დაიკეტა, გახსნილია, იტყობინება სამშაბათს სომხეთის საგანგებო სიტუაციათა ტერიტორიული სამმართველოს პრესსამსახური.
„ქარბუქის გამო ორშაბათს შეწყვეტილი მოძრაობა, სამშაბათს დღის განმავლობაში აღდგა“, იტყობინება სამინისტროს პრესსამსასხური.
ამ კვირის დასაწყისიდან ძლიერ თოვს უკრაინასა და ცენტრალურ რუსეთში. მოსკოვში სამშაბათს საღამოს 9 ბალიან ქარს ელოდებიან. უკრაინის ექსტრემალური სამსახურები განაგრძობენ ანომალური თოვლის შედეგების ლიკვიდაციას. თოვლის გამო შეზღუდვებია გზებზე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 300 დასახლებული პუნქტი, არ მუშაობდნენ აეროპორტები სამხრეთ-აღმოსავლეთში. ხოლო სტამბულში ძლიერი თოვლის გამო 233 ავიარეისი გადაიდო.