ზუგდიდში ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარზე სხვა ვერსია აქვს გარდაცვლილის ოჯახს, დედის - ნანული ქობალიას განცხადებით, მისი შვილი მოკლულია და სხეულზე წამების კვალიც აღენიშნება. ქობალია მკვლელობაში ნიკა კვარაცხელიას მეუღლეს ელისო ქირიას ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს. ოჯახის ინფორმაციით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობაა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სამშაბათს ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე  ერთ ერთ სახლში მეზობლებმა ახალგაზრდა მამაკაცისა გვამი აღმოაჩინეს.  როგორც Sputnik-ის კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, ოფიციალური ვერსიით, 29 წლის ნიკა კვარაცხელიამ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა მუცლის არეში  და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. კვარაცხელიას ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება ფაქტზე სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მომხდარზე სხვა ვერსია აქვს გარდაცვლილის ოჯახს, დედის — ნანული ქობალიას განცხადებით, მისი შვილი მოკლულია და სხეულზე წამების ნიშნებიც აღენიშნება. ქობალია მკვლელობაში ნიკა კვარაცხელიას მეუღლეს ელისო ქირიას ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს. ოჯახის ინფორმაციით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობაა. 


ყველა ახალი ამბავი
0