თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. მოსალოდნელი შტორმის გამო საქართველოს შავიზღვისპირეთის სამივე ნავსადგური — ბათუმის, ფოთისა და ყულევის — დახურულია, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შავ ზღვაში 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც დილიდანვე ნავსადგური დაკეტილია. გემების გასვლა და შემოსვლის პროცესი შეჩერებულია, თუმცა, ნავსადგურის ტერმინალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უბრალოდ უამინდობის გამო გემების მიმოსვლაა შეჩერებული“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ფოთის პორტის ადმინისტრაციის უფროსის მარიამ ნადარაიას სიტყვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტები მუშაობას ოთხშაბათს, ამინდის გაუმჯობესებისთანავე განაახლებენ.