თოვლის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია

© photo: Sputnik / Albina Olisaevaდიდთოვლობა გზებზე
დიდთოვლობა გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ასევე, გზის ამ მონაკვეთზე მძღოლებმა შეჩერებებისა და მხოლოდ ზვავსაწინააღმდეგო გვირაბების გავლით უნდა იმოძრაონ.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო ავტომობილების მოძრაობა  საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ შეზღუდულია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ხოლო ორი და მეტხიდიანი ავტოტრანსპორტისთვის ამ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური.

გარდა ამისა, გუდაური-კობის მონაკვეთზე მძღოლებმა შეჩერებებისა და მხოლოდ ზვავსაწინააღმდეგო გვირაბების გავლით უნდა იმოძრაონ.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში მხოლოდ ცალმხრივად არის დაშვებული.

თოვისა და ლიპყინულის გამო  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე თავისუფალია.


ყველა ახალი ამბავი
0