თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოჩენილი ამერიკელი პოლიტოლოგი და მწერალი ფრენსის ფუკუიამა (FrancisFukuyama) „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია თბილისში „ლიდერთა ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ორგანიზებულია სტენდფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის მიერ, რომელსაც ამჟამად ფუკუიამა ხელმძღვანელობს.
„ღირსების ორდენი“ ფუკუიამას დემოკრატიის განვითარებისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფრენსის ფუკუიამა თანამედროვე ამერიკელი პოლიტოლოგი, პუბლიცისტი, ვაშინგტონში ამერიკული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის RAND კონსულტანტია. ავტორია ნაშრომების: „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (1992), „ნდობა: საზოგადოებივი ღირსება და კეთილდღეობის შექმნა“ (1995).