თბილისის აეროპორტში „კანონიერი“ ქურდი დააპატიმრეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ქურდულ სამყაროში "კანონიერ" ქურდად არის აღიარებული. კანონიერ ქურდობას ბრალდებული აღიარებს.

თბილისი, 19 იანვარი  – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებმა  „კანონიერი“ ქურდობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალიკო მ. დააკავეს, — ნათქვამია საქართველოს შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალიკო მ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს. 

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).


ყველა ახალი ამბავი
0