თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სტენფორდის უნივერსიტი დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად, თბილისში ლიდერთა აკადემიას ხსნის, ნათქვამია ცენტრის პრეს-რელიზში. საქართველოში. ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში სტენფორდის უნივერსიტეტის(Stanford University) პროფესორი, ფრენსის ფუკუიამა(Francis Fukuyama) და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (Johns Hopkins University) პროფესორი, ალან ტრაგერი(Alan Trager) უხელმძღვანელებენ.
ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას.
აკადემიის პროგრამის კურსი საქართველოში 18 იანვარს დაიწყო და 22 იანვრამდე გასტანს. კურსის მონაწილეები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნებიდან შეირჩნენ. განაცხადი პროგრამაში მონაწილეობაზე 250-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა და მათგან მხოლოდ 30 შეირჩა.
ყველა მონაწილე საჯარო, ბიზნეს თუ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელია.