თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 19 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4280 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.003 ლარით შემცირდა.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო.
წლის დასაწყისიდან ლარის კურსი თითქმის 1,2 %-ით დაეცა.
ეროვნული ბანკის მიერ 15 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,6448 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,4686 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4280 GEL
თურქული ლირა 1 – 0,7997 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,0821 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,4988 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,0165 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 0,9870 GEL