თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (CSTO) უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნისკენ ისწრაფვის, რომელიც შეძლებს საფრთხეების ფართო სპექტრს გაუწიოს წინააღმდეგობა, იუწყება რუსეთის უშიშროების საბჭო.
ასეთ განცხადებას შეიცავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ევგენი ლუკიანოვის კომენტარები პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ რუსეთის ეროვნული უშიშროების სტრატეგიის ახალ რედაქციასთან მიმართებით.
„რუსეთი BRICS-ისა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) და „RIC“-ის (რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, „ოცეულის ჯგუფისა“ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში პარტნიორებთან ურთიერთქმედებების გაფართოებას აპირებს. ჩვენი ქვეყანა დსთ-ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რეგიონული და სუბრეგიონული ინტეგრაციის პოტენციალს აქტიურად გამიყენებს, ასევე, რუსეთი ძალისხმევას მიმართავს CSTO-ს უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნისკენ, რომელსაც თანამედროვეობის გამოწვევებისა და საფრთხეების ფართო სპექტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლება“, — აღნიშნულია პრეს-რელიზში.