ხუთი წლის მანძილზე კაცობრიობის ნახევარი ტრილიონი დოლარით გაღარიბდა

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკშინიუ დელის მცხოვრებნი. საარქივო ფოტო.
ნიუ დელის მცხოვრებნი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუსტად ამავე თანხას ფლობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 62 ადამიანი, რომელთა საერთო ქონება იმავე პერიოდში 1,76 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. დედამიწის მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის —3,6 მილიარდი ადამიანის საერთო ქონება 2010 წლიდან ტრილიონ დოლარზე მეტით შემცირდა, ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაცია Oxfam —ის მოხსენებაში, რომლის საქმიანობა სიღარიბესთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული. 

ზუსტად ამავე თანხას ფლობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 62 ადამიანი, რომელთა საერთო ქონება იმავე პერიოდში 1,76 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ხუთი წლის წინ თანხას, რომელიც ნახევარი კაცობრიობის ქონების რაოდენობას ასახავს, 388 მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ფლობდა. 

ორგანიზაცია ღარიბებისა და მდიდრების ქონებას შორის ასე გაზრდილი სხვაობის მიზეზად,  საგადასახადო შეღავათებს ასახელებს, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის ძალიან შეძლებული ფენისათვისაა ხელმისაწვდომი. ასევე გაზრდილ სხვაობას ყველაზე დიდ და ყველაზე მცირე ანაზღაურებას შორის და მომუშავეთა  ანაზღაურების შემცირებას. 

ყველა ახალი ამბავი
0