საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან როკ-აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა საქართველოს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გააპროტესტეს.
როკ-აქციაში დაახლოებით 10-მა როკ-ჯგუფმა და შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ათასამდე ადამიანისთვის კონცერტის მონაწილეები საათნახევრის განმავლობაში სხვადასხვა კომპოზიციებს ასრულებდნენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოწოდება იყო „არა „გაზპრომს“!". ისინი ამავე წარწერით სტიკეტებს ამაგრებდნენ ნებისმიერ მსურველს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, თუ ხელისუფლება რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს არ შეწყვეტს, საპროტესტო აქციები, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გაიმართება.