ბელგია და საფრანგეთი 1 თებერვალს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე სამიტს გამართავენ

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. როგორც Derniere Heure იუწყება, მხარეები პარიზის ტერაქტების გამოძიების მსვლელობის წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობები 1 თებერვალს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებსა და მიგრაციულ პრობლემატიკაზე ბრიუსელში საგანგებო სამიტს ჩაატარებენ, იუწყება შაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Derniere Heure-ზე დაყრდნობით. 

გაზეთის მონაცემებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.

სავარაუდოდ, მხარეები პარიზის ტერაქტების გამოძიების მსვლელობის წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ, რომელშიც, ძირითადად, არაბული წარმოშობის ბელგიელები მონაწილეობდნენ.

სამთავრობო დელეგაციები ასევე განიხილავენ ტერორიზმთან ბრძოლაში უწყებათაშორის ურთიერთქმედებებს და საფრანგეთ-ბელგიის საზღვარზე უკანონო მიგრანტების ცენტრების გაკონტროლების ერთობლივ ზომებს, აღნიშნულია საგაზეთო სტატიაში.

ყველა ახალი ამბავი
0