თბილისელის ბინის ჩხრეკისას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი აღმოაჩინეს

© photo: Sputnikიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრები ვასილ ა.-ს ბინის ჩხრეკისას ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი, ორი ავტომატი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინეს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრები ვასილ ა.-ს ბინის ჩხრეკისას ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი, ორი ავტომატი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია "ა-კა-ეს"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "ერ-პე-გე-18"-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი და 176 საბრძოლო ვაზნა.

აღნიშნული დანაშაული  ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საქართველოს შსს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებს არ აზუსტებს. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.


ყველა ახალი ამბავი
0