ქართველი პარაოლიმპიელები მხარს ზაზა ფაჩულიას უჭერენ

გამოწერა

ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელიც NBA All-Star-ში მონაწილეობის პრეტენდენტია, მხარს ქართველი პარაოლიმპიელი სპორტსმენები უჭერენ. 

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და „დალას მავერიკსის“ მოთამაშე ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციაში, ჩრდილოეთ ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის პრეტენდენტთა შორის  რეიტინგში 200 ათას ხმაზე მეტი მოაგროვა.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერთა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია

დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ნაკრებების სასტარტო ხუთეულს გულშემატკივარი ხმის მიცემით ირჩევს. კიდევ შვიდ კალათბურთელს თითოეული კონფერენციის მწვრთნელი შეარჩევს. ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციაში კენჭისყრის უდავო ლიდერი ლეგენდარული კობი ბრაიანტია. „ლეიკერსის“ შემტევ მცველს ხმა თითქმის მილიონ 300 ათასმა თაყვანისმცემელმა მისცა.

იმისათვის, რომ ხმა მისცეთ ზაზა ფაჩულიას, უნდა გადახვიდეთ  ამ ბმულზე.

აუცილებელია  Facebook Post გადავიყვანოთ Public-ზე და დავწეროთ #‎NBA‬Vote Zaza Pachulia.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0