თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში ავტომობილი კარეტას დაეჯახა, რომელშიც ორი ცხენი იყო შებმული. შემთხვევის შედეგად ერთი ცხენი დაიღუპა.
შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს მოხდა. ფაეტონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, დაიღუპა ერთი — შავი ცხენი, ხოლო თეთრს — ფეხი დაუზიანდა. ფაეტონის მეეტლე და ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულან.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ „პოლიცია ინციდენტის მიზეზებს აზუსტებს“.