პროექტის The Voice მონაწილე თეონა ყოლბაიამ Sputnik–თან ინტერვიუში მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას შეწყალებისთვის და ცხოვრების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების პირობა დადო.
სატელევიზიო მუსიკალური პროექტის The Voice მონაწილე თეონა ყოლბაია პატიმრობიდან ახალი წლის წინ გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების სამინისტროს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით.
ყაჩაღობის მუხლით მსჯავრდებულმა თეონა ყოლბაიამ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტ The Voice–ს ქართულ ვერსიაში მონაწილეობა გასული წლის ოქტომბერში გადაწყვიტა. ციხის ადმინისტრაციამ მას ტელეშოუში მონაწილეობის ნება დართო. სცენაზე თეონა ციხის გუშაგების თანხლებით გამოდიოდა.