ლარის კურსი

© photo: Sputnikლარის კურსი
ლარის კურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის 15 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4158 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 15 იანვრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4254 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0096 ლარით შემცირდა.

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან,  როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, ეროვნულმა ბანკმა, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გასულ წელს ოთხ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 87 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც საშუალება მისცა ლარის კურსი 2,39 GEL/$1 ნიშნულამდე აწეულიყო. 

წლის დასაწყისიდან ლარის კურსი თითქმის 1,2 %-ით დაეცა. 

ეროვნული ბანკის მიერ 15 იანვრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები: 

ევრო 1 – 2,6478 GEL

ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,4843 GEL

აშშ დოლარი 1 – 2,4254 GEL

თურქული ლირა 1 – 0,7994  GEL

რუსული რუბლი 100 – 3,1733  GEL

აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5488  GEL

სომხური დრამი 1 000 – 5,0247  GEL

უკრაინული გრივნა 10 – 1,0135 GEL


ყველა ახალი ამბავი
0