ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიალან რიკმანი
ალან რიკმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმებში: „კერკეტი კაკალი“, „გონება და გრძნობები“, „პოტერიადა“ შესრულებული როლებისთვის ალან რიკმანი 30 წლის განმავლობაში მაყურებლის საყვარელი მსახიობი იყო.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ლონდონში 69 წლის ასაკში თეატრისა და კინოს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Guardian-ზე დაყრდნობით.
როგორც გაზეთი წერს, მსახიობის გარდაცვალება ხუთშაბათს ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. როგორც ცნობილია, რიკმანი სიმსივნით იყო დაავადებული.
ალან რიკმანი რამდენიმე თაობის მაყურებლის საყვარელი მსახიობი იყო. ახალგაზრდა თაობა მას ჰარი პოტერის ფილმებში პროფესორ სევერუს სნეიპის როლით იცნობს.
ალან რიკმანს პოპულარობა მოუტანა 1988 წელს გამოსულმა ფილმმა „კერკეტი კაკალი“. რიკმანი ასევე თამაშობდა ფილმებში: „რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული“, „გონება და გრძნობები“, „რასპუტინი“, „გულწრფელად, უგონოდ, ძლიერ“, „პარფიუმერი. ერთი მკვლელის ისტორია“.
მსახიობმა თავი რეჟისორის ამპლუაშიც მოსინჯა, გადაიღო ფილმი „ზამთრის სტუმარი“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე ორი პრემიით აღინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0