მოსკოვში ლავროვისა და კერის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი და ჯონ კერი
სერგეი ლავროვი და ჯონ კერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მინისტრ ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის ადგილი და თარიღი ამ ეტაპზე ზუსტდება, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მინისტრ ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია, რომელიც დღეს მედიამ გაავრცელა. ეს შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება და ამ ეტაპზე ორგანიზაციული საკითხები გვარდება“, — განაცხადა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

სად და როდის გაიმართება ორი ქვეყნის წარმომადგენლის შეხვედრა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.





ყველა ახალი ამბავი
0