საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადღესასწაულოდ პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეციალურად დამზადდა სახელმწიფო დროშის ეტალონური ნიმუში, რომლის პარამეტრები საქართველოს კანონმდებლობაშია აღნშნული.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ტრადიციულად, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში აღინიშნება.

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“. საქართველოს თანამდეროვე დროშა თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სტუდენტები საქართველოს დროშას რეგიონების ადმინისტრაციების შენობებთან აღმართავენ, რის შემდეგაც ჩამოვლენ თბილისში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

სადღესასწაულოდ პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეციალურად დამზადდა სახელმწიფო დროშის ეტალონური ნიმუში, რომლის პარამეტრები საქართველოს კანონმდებლობაშია აღნიშნული.

საპატიო ყარაული პრეზიდენტის რეზიდენციაზე დროშას სიმბოლურად აღმართავს, რის შემდეგაც სახელმწიფოს მეთაური მას რეზიდენციაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შეინახავს.

საღამოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც საქართველოს პარლამენტთან არსებული სახელმწიფო ჰერალდიკური საბჭოს მიერ წარდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVI) საზღვაო სანავიგაციო რუკები გამოიფინება. ამ რუკებზე საქართველო თანამედროვე დროშის მსგავსი ხუთჯვრიანი დროშებით არის აღნიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0